რა არის კრისტალი?
კრისტალი (ბერძნ. krystallos - თავდაპირველად - ყინული, შემდეგ - მთის ბროლი, კრისტალი), ერთგვაროვანი მყარი სხეული, რომელიც ბუნებრივადაა დაწახნაგებული. კრისტალის ფორმას, მის სიმეტრიას განსაზღვრავს კრისტალის ამგები ატომების კანონზომიერი განლაგება, სამგანზომილებიანი პერიოდული წყობა -კრისტალური მესერი, რომელიც ყოველ კონკრეტულ ნივთიერებაში გარკვეული სიმეტრიის მქონე კრისტალური ატომური სტრუქტურების სახითაა. კრისტალს ახასიათებს ანიზოტროპია. კრისტალი მყარი სხეულის ენერგეტიკულად წონასწორული მდგომარეობაა.
შეიძლება თუ არა კრისტალი შევქმნათ ხელოვნურად?
შეიძლება,თუ გვექნება შაბიამნის ფხვნილი,წყალი,ფილტრის ქაღალდი,სპირტქურა,ქილა და ძაფი.
No comments:
Post a Comment